არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “სახლი ცისარტყელა”(426526226)

მინდა ერთ საინტერესო თემაზე მოგიყვეთ,თუმცა ასეთი თემებით საქართველო „განებივრებულია“(უსახლკარო და მშიერ-მწყურვალი ბავშვებით,დღეს ვიღაცა გააკვირვო ძნელია)

          ჩვენი სიტუაცია ,იმითაა საინტერესო ,რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, სულ მარტო და შიშველა ხელებით ვებრძვით ამ უსამართლობას.

           სოფელი ვაზიანი,რომელიც შედის გარდაბნის მუნიციპალიტეტის, მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში არის კომპაქტურად დასახლებული. ვაზიანი პირობითად შესდგება ოთხი ნაწილისაგან:1.სოფელი ვაზიანი,რომელიც არის ძირძველი და ისტორიული,2.აჭარლების უბანი,სადაც დაახლოებით 25 წლის უკან ჩამოასახლეს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა მაღალმთიანი აჭარიდან,3.’შანხაი“  ე.წ. ვაზიანის სამხედრო ქალაქი.

           საბჭოთა წყობის დროს ვაზიანს ხალხში ხუმრობით პატარა პარიზსაც ეძახდნენ,დღესდღეობით იმ პარიზიდან შემგვრჩა მეცამეტე რაიონის სრული ანარეკლი.ერთ დროს სისხლსავსე დასახლებული პუნქტი ,დღეს სულს ღაფავს.არ არსებობს პრობლემა,რომელიც პრობლემატური არ იყოს ვაზიანში.

            ერთ დროს ვაზიანში განლაგებული იყ რუსეთის ფედერაციის ჯარები და როდესაც ხდებოდა მათი საქართველოდან გაყვანა,იმ პერიოდისათავის საქართველოს სახელმწიფო ჯერ კიდევ ,ჩამოყალიბების პროცესში იყო და რიგი მოვლენები უმართავი იყო.სამხედრო ქალაქში თვითნებურად ხდებოდა მოსახლეობის შემოსახლება საქართველოს სხვადახსვა რაიონებიდან.რადგან ეკონომიკური მდგომარეობა რთული იყო და ხალხი დედაქალაქთან მოახლოებას ცდილობდა.

     მოსახლეობა შესდგება სხვადასხვა სოციალური ჯგუფებიდან:მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვვის წარმოებული ომების მონაწილენი,ვეტერნები და ინვალიდები,ეკო-ემიგრანტები ,იძულებით გადაადგილებული პირები და პირები ,რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში.მოკლედ ვის არ შეხვდები ვაზიანში ,გყავს ბოშათა ოჯახებიც.მოსახლეობა არის ხალის დაკარგული და უმოქმედო,რადგან ასეთივე სერია მათი საცხოვრებელი გარემოც.ბავშვებისაც.ბავშვებისათვის არის არაჯანსაღი გარემო.ისინი განათლებას და განვითარებას იღებენ მხოლოდ ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში.არ არსებობს არანაირი წრეები.ერთხელ კი გაიხსნა ფეხბურთის წრე,მაგრამ სად გინახია ფეხბურთი სტადიონის გარეშე,მაგრამ ბავშვებს მაინც ჰქონდათ  ხალისი იმისა ,რომ კილომეტრები გაევლოთ რომ სადღც კეთილმოუწყობელ სტადიონზე ევარჯიშათ.

ნონა მარტიაშვილი არის ვაზიანის მაცხოვრებელი,რომელიც 2008წლამდე ,წარმატებული მეწარმე იყო.მაგრამ 2008წელს შეიქმნა უსამართლო რეჟიმის მსხვერპლი.იგო დღემდე უშედეგოდ დაეძებს სამართლიანობის აღდგენას.მისი საყვარელი ფრაზაა „დაიწყე დღესვე ,დაიწყე იმით რაც ხელში გაქვს და დაიწყე იმდენჯერ,სანამ მიზანს არ მიაღწევ“.

მან და რამოდენიმე მოხალისე ადამიანმა 2015წელს ჩამოაყალიბეს ა(ა)იპ-ი „სახლი ცისარტყელა“.სრულიად შიშველი ხელებით დაიწყეს ბრძოლა ბავშვების უკეთესი მომავლისათვის.

      ა(ა)იპ-ი „სახლი ცისარტყელა „ფუნქციონირებს 2015წლიდან.მაგრამ ჩვენს გუნდს გამოცდილება გაცილებით მეტი აქვს.სანამ იურიდიულ პირად ჩამოვყალიბდებოდით,მანამდე ვსაქმიანობდით სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებთან.

    ჩვენი მიზანია

  1. ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა.
  2. ბავშვთა უფლებების დაცვა, მივცეთ ბავშვებს დროებითი თავშესაფარი (ბავშვებს რომლებიც მიუსაფარნი არიან ან მათი მშობლები მუშაობენ )                                                                          
  3. ბავშვთა განათლების ხელიშეწყობა;შევასწავლით ბავშვებს უცხო ენები, მუსიკა, ხელსაქმე, სავალდებულო და საღვთისმეტყველო საგნები და სხვა (უსასყიდლოდ)
  4. საქართველოს ყველა დონის ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირების ორგანიზება და ჩატარება.
  5. ჟურნალ-გაზეთების დაარსება და გამოცემა.
  6. სასწავლო-მეთოდური,საცნობიერო – საინფორმაციო და სხვა ლიტერატურული გამოცემა.
  7. დავამყაროთ კავშირი ანალოგიური პროფილის ორგანიზაციებთან ,როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

  მან ერთ დროს ,თვითონ უიმედობაში მყოფმა ბავშვებს შეჰპირდა ,რომ ის მათთვის ყველა კარს შეაღებდა.ასე დაიწყეს მან და ბავშვებმა ერთმანეთზე ზრუნვა,

 არის ა/ო ქალები სამართლიანობისათვის აქტიური წევრი.

 პარტიის სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის წევრი.

 იგი თავისი ბავშვებისათვის ყველას აწუხებდა თუ სადმე ხმა მიუწვდებოდა,ერთერთი არის ქალბატონი ანნაც ,ვისი რეკომენდაციითაც ის და მისი აღსაზრდელები გეგმავენ თქვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ჩამოსვლაც.

 თამილა მამულაშვილი ,მეწარმე ქალბატონი,რომელიც მცირე შემოწირულობებით ეხმარება ბავშვებს.ეს ბავშვები მისი პატრონტაჟითა და დაფინანსებით მოემგზავრებიან 15 აპრილს.

ჩვენი ძირითადი მიმართულებები

img
img
img
img
img
img